ბრძანება სკოპინგის დასკვნა
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „რუსელოისის“ მიერ წარდგენილია მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: […]
რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე […]
რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ,,თაობა რუსთაველი” – ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდებს რუსთავზე სასაუბროდ იწვევს. ნინო ლაცაბიძის ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა, რუსთავის მედიათეკაში გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთაველმა ახალგაზრდებმა ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები და პროექტები გაუზიარეს, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე […]
2024 წლის 23 იანვარს შპს „მშენებელი 2004“- მა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge . დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/009781f5-aad6-4c7c-ace0-b74d1c071d5c დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან […]
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მიმართულებით მგზავრებს 20 ახალი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსი მომსახურება. ამასთანავე, დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, მგზავრთა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაყვანას შეუწყობს ხელს. ,,თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ […]
რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP -იმ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის, რუსთავის მერისა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის წინაშე, 2024-2026 წლებში დაგეგმილი პროექტების, ასევე 2022-2023 წლებში განხორციელებული საინვესტიციო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. 2024 წელს, რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის-,,კესანე“ აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და ის ახალი სოციალური პროგრამები გააცნო, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს. ,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან სისტემატურად გვაქვს შეხვედრები იმისთვის, რომ სწორედ, ბავშვებზე ორიენტირებული გარემო და სერვისები შევქმნათ, როგორც განათლების, ასევე სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე, მშობლების მხარდამჭერი პროგრამის აუცილებლობაც გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ […]