რუსთავში, ქალაქის შესასვლელში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს. კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა. მონუმენტი ქალაქის შესასვლელში, მოედანზე 2003 წელს დაიდგა, რამდენიმე წელში, კი მისი დემონტაჟი განხორციელდა. რუსთავის მერიამ, მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ,,თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ,,რუსთავის შემოსასვლელში მიმდინარეობს ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის აღმართვა. წლების განმავლობაში, ეს მონუმენტი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას […]
რუსთავში, ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. დღეიდან, რუსთაველი ახალგაზრდები, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური განათლების ცენტრით – მედიათეკით ისარგებლებენ. არაფორმალური განათლების ახალი ცენტრი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან […]
რუსთავის მერიის დაფინანსებით, 6-დან 16 სექტემბრამდე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალის ბენეფიციარები რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ციხისძირში იმყოფებოდნენ. პროექტის ბენეფიციარებმა 10 დღის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში, მოეწყო გასვლითი ღონისძიებებიც. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ფსიქოლოგთან.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსსა და კომპანიის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, GWP-ის წარმომადგენლებმა 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინეს და განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე განმარტებები გააკეთეს. ,,მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩართულები ვიქნებოდით ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით […]
რუსთავში, ახალი სასწავლო წლის დაწყება სპეციალურად ახალგაზრდებისთვის მოწყობილი კონცერტით აღინიშნა. რუსთავის მერიის ორგანიზებით, დავით კლდიაშვილის სახელობის ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, რუსთაველებისთვის ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტი ჩატარდა. “ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მთელი გულით ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, რადგან მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გვინდოდა, რომ დღევანდელი დღე პოზიტოურად დამახსოვრებოდათ და ყველა ერთად ვყოფილიყავით. მიხარია, რომ […]
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, ქაშაკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ბოლო ეტაპზე, აღნიშნულ ქუჩაზე დაირგო ხე-მცენარეები და გაზონებზე დაიყარა დეკორატიული მულჩი. ,,რუსთავის ძველ უბანში სამი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 1 […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის“ ხელმძღვანელობას, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დეტალური ანგარიში მოსთხოვა. როგორც ნინო ლაცაბიძემ კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქალაქის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, 30 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, ქალაქის მხრიდან მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება. სამუშაო შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი […]
რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა. პროექტი, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. რუსთავში განხორციელებული რეფორმებისა და მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრის შესახებ პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ,,მერიის გუნდის აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს გავხსენით მუნიციპალური სერვისების ცენტრი. რეფორმები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს დაწყებული, ძირითადად ეფუძნება […]
,,რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს“, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსთავის მერის თქმით, საკრებულო ამჯერად, ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც ქალაქს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს. ,,რუსთავის საკრებულოში, […]
რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე დაიწყო. მონიტორინგის მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მენეჯმენტთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და მოადგილესთან ერთად, რეაბილტაციის პროცესს, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე, ამავე ქუჩის რეაბილიტაციის ახალი პროექტიც დააანონსა. პროექტი, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ […]