ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა რუსთაველ სპორტსმენებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი ესწრებოდნენ.

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ალექსანდრე წივწივაძეს, სანდრო მეგრელიშვილს, გიორგი კახიძესა და საბა სულამანიძეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატებული ასპარეზობები მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

,,ჩვენს რუსთაველ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივულოცეთ საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატება, რომელშიც მათ ჩვენი ქვეყნის სახელით მიიღეს მონაწილეობა. როგორც მუნიციპალურ, ასევე სახელმწიფო დონეზე, სპორტის ხელშეწყობა განაპირობებს კიდევ და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატებას და სწორედ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ვისურვებდი, რომ მათი მხრიდან რა შრომა და მონდომებაცაა ამაში ჩადებული, ყოველთვის იყოს დაფასებული”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ რუმინეთის ქალაქ ბასკოვში, კანოეთი სპრინტში, იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, 500-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 200-მეტრიან დისტანციაზე, კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. წარმატებით იასპარეზა ალექსანდრე წივწივაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზეც, კანოეთი სპრინტში, იუნიორებსა და 23- წლამდელთა შორის, სადაც 500-მეტრიან დისტანციაზე, შესარჩევ გაცურვაში, პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალის საგზური მოიპოვა.

რუსთაველმა სპორტსმენებმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო და  ტაეკვონდოში, ევროპის პარა ოლიმპიურ ჩემპიონატზე  საპრიზო ადგილები დაიკავეს.

სანდრო მეგრელიშვილმა ტაეკვონდოში, ევროპის ახალგაზრდულ პარა ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. გიორგი კახიძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ახალგაზრდებს  შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა, საბა სულამანიძემ კი  ჩემპიონატის მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოთხივე სპორტსმენი, მიღწეული სპორტული წარმატებისთვის, რუსთავის მერიისგან ყოველთვიურად, გაზრდილ სტიპენდიას მიიღებს.

 

წინა რუსთავში, შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე (არასახიფათო ნარჩენის განთავსება და წიდის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია) სკოპინგის დასკვნის შესახებ