რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. 2023-2025 წლების გეგმის პროექტის პრეზენტაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა წარადგინა. ,,აღნიშნული გეგმის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან გამოწვეული […]

ნინო ლაცაბიძე – მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას

21-ე მიკრორაიონში, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას, როგორც დასასვენებელი, სპორტული, ასევე საბავშვო და რეკრეაციული ზონების მოწყობას. […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, უფრო მეტი შედეგების მისაღებად, სპორტის განვითარების ახალ სტრატეგიაზე ვიწყებთ მუშაობას

სამუშაო შეხვედრებზე, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე და რეფორმებზე ისაუბრა, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები გააცნო, რომელიც მერიის გუნდმა, რუსთავში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში ქალაქში განახორციელდა. ,,რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, ჩვენ უფრო მეტი შედეგების მისაღებად, ვიწყებთ სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. გვინდა სპორტის განვითარებაში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები და კიდევ უფრო მეტი […]

რუსთავის მერია ნარჩენების სეპარაციის მიზნით, საპილოტე პროგრამას განახორციელებს

საპილოტე პროგრამა, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს, რუსთავის მერიას, ,,ეფეს საქართველო“-სა და „ეკოჯეოპეთ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება. სამმხრივ მემორანდუმს ხელი რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს. ,,რუსთავში ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს. დღეს გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი შპს ,,ეკოჯეოპეთ”- თან და ,,ეფეს საქართველოსთან“ . საპილოტე პროგრამა სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება […]

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა,  რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას. პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში ახალგაზრდებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის ახალ განვითარებაში და პროექტი ,,თაობა მომავლისთვის“ სწორედ ამის საშუალებას იძლევა

რუსთავის მერიამ, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის კიდევ ერთი ახალი პლატფორმა – ,,თაობა მომავლისთვის” შექმნა. პროექტის ფარგლებში ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და ,,თაობა მომავლისთვის” ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ახალგაზრდებს ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე პროექტების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ახალ ფორმაზე და ქალაქის […]

რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს“, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი მეუღლესთან ერთად ესტუმრა

რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს’’, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი მეუღლესთან და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ,,კესანეში“ გამართულ შეხვედრას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხები, ძალიან ოპერატიულ მოქმედებას მოითხოვს და ჩვენ საკრებულოს დეპუტატებისგან, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ველოდებით დროულ რეაგირებას

რუსთავის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების დეტალებზე, რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილ ახალ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის დასაწყისში, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მიერ დაწყებულ პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესს მუდმივ მონიტორინგს უწევს. ,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსთავში […]

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ეკო აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის და სს ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ ორგანიზებით, ლომოურის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო ოაქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, სს ,,რუსთავის აზოტი – ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ,,გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავშიც […]

ნინო ლაცაბიძე – ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, პროცესში ჩართულია სემეკიც

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე კომპანია რუსთავის წყლის მფლობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ხრამის სათავე ნაგებობაზე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. კომპანია ”რუსთავის წყალმა” ქალაქის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და […]