რუსთავში Oxygen Fest-ი ტრადიციულად Fishing Fest-ით გაიხსნა

რუსთავში Oxygen Fest-ი ტარდება. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა. რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილი საფესტივალო სივრცე, ორი დღის განმავლობაში თევზჭერის მოყვარულებს მასპინძლობდა. 4, 5 და 6 ივლისს კინომოყვარულებს დაეთმობა, გაიმართება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმების ჩვენება. ფესტივალის მთავარი მუსიკალური ნაწილი კი რომლის სლოგანიცაა „ჩაისუნთქე ისტორია“ 7, 8 და 9 ივლისს შედგება. Oxygen Fest- […]

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, კიდევ 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. პროექტი, რუსთავის მერმა მოსახლეობას წლის დასაწყისში, ქალაქის ახალი განვითარების გეგმასთან ერთად წარუდგინა. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი, დღეისთვის, ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსისა” […]

მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროს მედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის სკოლების 149 ოქროსმედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო. საზეიმო მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა ფულადი ჯილდოს გარდა, საჩუქრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს. სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა. რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოქროს მედალოსნებს, სპეციალური სიგელები ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ნინო ლაცაბიძემ მათ სკოლის ოქროს მედალზე დამთავრება მიულოცა და შემდგომი […]

ნინო ლაცაბიძე – ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას

ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას, პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. სამუშაო ფორმატის შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ. ,,ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას. სამუშაოები დაწყებულია და […]

ნინო ლაცაბიძე- ჩვენ უკვე გვაქვს პირველადი დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალური გეგმის შემუშავებაში დაგვეხმარება

რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) ერთად, პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჭალის ტყის აღდგენა-განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის წევრებთან ერთად, სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება. ,,ჩვენ უკვე […]

რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. 2023-2025 წლების გეგმის პროექტის პრეზენტაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა წარადგინა. ,,აღნიშნული გეგმის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან გამოწვეული […]

ნინო ლაცაბიძე – მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას

21-ე მიკრორაიონში, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების განვითარებას, როგორც დასასვენებელი, სპორტული, ასევე საბავშვო და რეკრეაციული ზონების მოწყობას. […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, უფრო მეტი შედეგების მისაღებად, სპორტის განვითარების ახალ სტრატეგიაზე ვიწყებთ მუშაობას

სამუშაო შეხვედრებზე, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე და რეფორმებზე ისაუბრა, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები გააცნო, რომელიც მერიის გუნდმა, რუსთავში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში ქალაქში განახორციელდა. ,,რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, ჩვენ უფრო მეტი შედეგების მისაღებად, ვიწყებთ სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. გვინდა სპორტის განვითარებაში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები და კიდევ უფრო მეტი […]

რუსთავის მერია ნარჩენების სეპარაციის მიზნით, საპილოტე პროგრამას განახორციელებს

საპილოტე პროგრამა, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს, რუსთავის მერიას, ,,ეფეს საქართველო“-სა და „ეკოჯეოპეთ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება. სამმხრივ მემორანდუმს ხელი რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს. ,,რუსთავში ვიწყებთ საპილოტე პროგრამას, რომელიც ნარჩენების სეპარირებას ითვალისწინებს. დღეს გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი შპს ,,ეკოჯეოპეთ”- თან და ,,ეფეს საქართველოსთან“ . საპილოტე პროგრამა სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება […]

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა,  რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას. პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების […]