მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ იმ სტანდარტებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ, რომლებსაც ისინი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ.
შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ დირექტორი დავით იშხნელი ესწრებოდნენ.
მონიტორინგი, რომელიც რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დაიწყო, C ჰეპატიტის, ვირუსული, სოკოვანი და ბაქტეოროლოგიური დაავადებების ელიმინაციას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად.