თარიღი
11/02/2023 - 12/02/2023
დრო
15:00 - 17:00
ლოკაცია
ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი
კატეგორია სპორტი

11-12 თებერვალს, 15:00 საათზე, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, მსოფლიო ჩემპიონის, თემო ყაზარაშვილის სახელობის ღია ტურნირი გაიმართება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სპორტსმენების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და ისრაელის წარმომადგენლებიც.

ტურნირს ადგილობრივი ხელისფლების და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები,  ვეტერანი სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. 12 თებერვალს ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართება. ტურნირი გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება.

წინა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რუსთავში საახალწლო ღონისძიება გაიმართება