ა(ა)იპ "რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანება"

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების" დაფინანსების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი; სხვადასხვა შემოწირულობები და მოზიდული სახსრები

გაერთიანების მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

  • რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ფილიალების ეფექტური საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა
  • სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო სტანდარტების ფარგლებში, ბავშვებისათვის იმ სავალდებულო ცოდნის მიცემა და აუცილებელი ქცევის ნორმების ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას სკოლისათვის.
  • ბავშვთა გონებრივი, ზნეობრივი, ფიზიკური და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობა
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით და მათი პროფესიული დონის ამაღლება
  • სასწავლო–სააღმზრდწელო პროცესების  სრულყოფა, დონის ამაღლება (გადამზადება/ტრენინგი) და ახალი მეთოდების შემუშავება
  • აღმზრდელთა უზრუნველყოფა მეთოდური ლიტერატურით
  • ფილიალებში რაციონალური და ჯანსაღი კვების, სანიტარული ნორმების ორგანიზება
  • ბავშვთა კვების რაციონის გამდიდრება და ჯერადობის დადგენა
  • ფილიალებში საყოფაცხოვრებო და კომუნალური საკითხების მოგვარება
  • სასწავლო–სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი
  • მატერიალური სახსრების განაწილება და მიზნობრივად გამოყენება

კონტაქტი

დირექტორი: ეკატერინა ხუციშვილი

მისამართი: 3700 რუსთავი, კოსტავას გამზირი 20

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მარცხენა ფლიგელი (III სართული)