განცხადებები

,,ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის'' დირექტორი:

ალექსანდრე ქავთარაძე


სამსახურის საქმიანობა და მიზნები: 

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი უპატრონო, მიუსაფარი ცხოველების

(ძაღლები და კატები) მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა
პირუტყვის ყოფნის წესების დაცვა და კონტროლის განხორციელება, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის: სამართალდარღვევის ოქმის შედგენა,
პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა-პატრონობა, ასევე შესაბამისი წარმოების
ჩატარება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.

ბ) სტატისტიკისა და მონაცემთა ბაზის წარმოება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან
დაკავშირებით;
გ) მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების)
მატარებელი ცხოველებისგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა,
განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);

დ) უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება)
მიკროჩიპირებით ან „საჭდით“ (ბირკით) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა
და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების
განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის ან/და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის
ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა)
ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (საჭიროების შემთხვევებში – დეჰელმინთიზაცია; ვაქცინაცია
(მათ შორის „ანტირაბიული“, ცალკეულ შემთხვევებში – „კომპლექსური“,) და სხვა), ოპერაციების
(სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება, ცხოველების ევთანაზია;
ზ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა
სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ
ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში;
თ) ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება,
საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;
ი) სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების გატარების შემდგომ, მოსახლეობის მოთხოვნის
საფუძველზე ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველების (რომლებიც არ წარმოადგენენ
საფრთხეს) პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ან საჭიროების შემთხვევაში,
დაბრუნება ბუნებრივ არეალში;
კ) ცხოველთა მოვლა-პატრონობის და ბრუნვის (გაჩუქება, გასხვისება,) დადგენილი წესების დაცვაზე
კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე
მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი
წესების თაობაზე;
მ) მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;

ნ) ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-
ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

ო) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება.
პ) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა.


 

მისამართი: დავით გარეჯის 20