დასრულებული პროექტები
ა(ა)იპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ 2015-2016 წელს შესრულებული პროექტები
N6 ფილიალი
გარემონტა და მოეწყო ერთი ოთახი. შენობაში მიყვანილი იქნა 380 კვ. სიმძლავრე.
N8 ფილიალი
დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები.
N11 ფილიალი
მთლიანად შეიცვალა გარე საკანალიზაციო სისტემა.
N17 ფილიალი
მოეწყო ლამინატის იატაკი. ასევე, დაისხა ბეტონი და დაიგო ფილა.
N18 ფილიალი
მოეწყო ერთი ახალი ოთახი. გარემონტდა დერეფანი.
N21 ფილიალი
მთლიანად შეიცვალა გარე საკანალიზაციო სისტემა. ნაწილობრივ აღდგა ელექტრო გაყვანილობა.
N22 ფილიალი
სამზარეულოს კედლებზე მოეწყო კერამიკული ფილები
N25 ფილიალი
გარემონტდა ერთი ჯგუფი. დაიგო ფილები და ლინოლიუმი. შეიღება კედლები. სამზარეულოში მოეწყო კერამიკული ფილები. მთლიანად შეიცვალა გარე საკანალიზაციო სისტემა.
N27 ფილიალი
მთლიანად შეიცვალა გარე საკანალიზაციო სისტემა. მოხდა ცენტრალური ჭიშკრის რეაბილიტაცია
N32 ფილიალი
სარდაფებში შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა. დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
N36 ფილიალი
დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
შესრულდა ცენტრალური შესასვლელი კიბის უკრედის დემონტაჟი მონტაჟი. მთლინად გარემონტდა ერთი ოთახი და კეთილმოეწყო.
N40 ფილიალი
შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა
N41 ფილიალი
ნაწილობრივ აღდგა ელექტროგაყვანილობა
N43 ფილიალი
სარდაფებში შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2015-2016 წელს საბავშვო ბაგა-ბაღებში შესრულებლი პროექტები
N8 ფილიალი
მოეწყო სველი წერტილები და შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა. ასევე დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
N18 ფილიალი
მოეწყო სველი წერტილები და მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა
N21ფილიალი
დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემა ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად
N22 ფილიალი
მოეწყო სველი წერტილები და შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა
N25 ფილიალი
შენობაში მოეწყო სველი წერტილები. მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა.
N32,33 ფილიალები
მოეწყო სველი წერტილები და შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა.
N32 ფილიალი
დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები.
N36 ფილიალი
დამოტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
N37 ფილიალი
მოეწყო ბეტონის ტროტუარები და ბორდიურები. ეზოში დაიგო ასფალტის საფარი.
N43 ფილიალი
ტერიტორია მთლიანად შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. მოეწყო შესასვლელი ჭიშკარი.
დაგეგმილი პროექტები
ააიპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ 2016 წელს დაგეგმილი პროექტები
- N8 საბავშვო ბაგა-ბაღში იგეგმება საწყობისა და ადმინისტრაციის სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები.
- N17 საბავშვო ბაგა-ბაღის საძინებლებში დამონტაჟდება თაბაშირ-მუყაოს ჭერი, მუსიკის დარბაზში დაიგება ლამინატის იატაკი.
- N18 საბავშვო ბაგა-ბაღის საძინებელ ჯგუფში იგეგმება ერთი ოთახის რემონტი
- N21 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის დარბაზში დაიგება ლამინატის იატაკი
- N22 საბავშვო ბაგა-ბაღში იგეგმება ექთნის ოთახის გარემონტება.
- N25 საბავშვო ბაგა-ბაღში მუსიკის დარბაზში ლამინატის იატაკი დაიგება
- N7 საბავშვო ბაგა-ბაღში იგეგმება ბუნებრივი აირის ქსელის რეკონსტრუქცია (მილის გამსხვილება)
2016 წელს რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ დაგეგმილი პროექტები
რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 14 ფილიალში იგეგმება სველი წერტილებისა და წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, ასევე, სველ წერტილების მოწყობის პარალელურად, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა, კარ-ფანჯარა, მოპირკეთდება იატაკი და კედლები.
რუსთავის 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 მლნ 281 276 ლარს შეადგენს და მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 ივნისს დაიწყებს და 1 სექტემბრამდე დაასრულებს.