საკრებულოს შესახებ

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო.  საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქალაქ რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულო, 2022 წლის 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 28 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 7 წევრისაგან შედგება.