რუსთავთან დამეგობრებული ქალაქები

დამეგობრებული ქალაქები - ეს არის ორი ქვეყნის ქალაქებს შორის იურიდიული და სოციალური ხელშეკრულების ფორმით, ჩამოყალიბებული ურთიერთობები, რაც ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავების ხელშეწყობასა და თანამშრომლობას ემსახურება.

ხელშეკრულებები  ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხში:

  • მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლა;
  • ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ქალაქის ეკონომიკის განვითარების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაფართოება;
  • ქალაქებს შორის ეკონომიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე, მეცნიერებისა და განათლების, კულტურისა და ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის დამყარებაა;
  • გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვით საკითხებში;
  • ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო პრაქტიკასა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან ურთიერთობებში;
  • თვითმმართველობების ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაციების ვიზიტები ქალაქების კულტურულ ღონისძიებებზე.

Belarus, Zhodino ( Žodzina} ბელარუსი, ჟოდინო 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ ჟოდინოს შორის, 2018 წლის 22 მარტს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი


Poland, Lodz (Łódź ) პოლონეთი, ლოძი ( დამეგობრებული ქალაქი)

მემორანდუმს ხელი მოეწერა 1995 წელის 27 ივნისს  


Poland, Plock (Płock ) პოლონეთი, პლოცკი

მეგობრული თანამშრომლობის განზრახვის წერილი  გაფორმდა 2/12/2011. 2016 წლის 17 სექტემბერს, რუსთავში გაფორმდა შეთანხმება დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობების დამყარების შესახებ


Poland, Gdynia. პოლონეთი, გდინია

ურთიერთანამშრომლობის ქარტია  გაფორმდა 29/03/2010 წელს 


Ukraine, Ivano-frankivsk (Іва́но-Франкі́вськ) უკრაინა, ივანო ფრანკივსკი

ურთიერთანამეგობრობის განზრახვის წერილი გაფორმებულია 2011 წელს. 2016 წლის 7 მაისს, ქალაქ ივანო-ფრანკივსკში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას.


Ukraine, Cherkasy. უკრაინა, ჩერკასი

დაძმობილების მემორანდუმი  გაფორმებულია 2012 წლის 26 მარტს. ჩერკასის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება 27/09/2013. 


Ukraine, krivoi Rog (Кривий Ріг), უკრაინა, კრივოი როგი

დამეგობრებული ქალაქი


 

Ukraine, Khmelnytskyi, უკრაინა, ხმელნიცკი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია 2016 წლის 28 მარტს ქალაქ რუსთავში.


 

Ukraine, Vinnytsia,(Ві́нниця). უკრაინა ვინიცა (დამეგობრებული ქალაქი)

2012 წელს იმყოფებოდნენ რუსთავქალაქობის დრესასწაულზე. 2016 14 მაისს ევროპის დღეებზე გაფორმდა განზრახულობათა ოქმი. 2016 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


 

Turkey, Inegol (İnegöl ) თურქეთი, ინეგოლი

09/09/2002 რუსთავსა და ქალაქ ინეგოლს შორის დაიდო ხელშეკრულება  ქალაქების დაძმობილებისა და პარტნიორობის შესახებ.


Philippines, Cauayan. ფილიპინები, კაუაიანი

მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წელს


Philippines, Santiago, ფილიპინები, სანტიაგო

მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წელს 


Azerbaijan, Sumgayit, Sumqayıt აზერბაიჯანი სუმგაითი (დამეგობრებული ქალაქი)

ხელშეკრულება გაფორმებულია 1952 წელს 


Lithuania, Akmene (Akmenė) ლიტვა, აკმენე

თანამშრომლობის შესახებ განზრახვის ოქმი გაფორმებულია 05/06/2015 წელს. 


Lithuania, Panevėžys ლიტვა, პანევეჟისი

განზრახვის ოქმი გაფორმებულია 2015 წლის 10 ოქტომბერს. არსებობს შეთანხმება 2016 წლის რუსთავქალაქობის დღესასწაულზე დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. 


 

Poland- Prushkow პოლონეთი,-პრუშკოვი

განზრახულობათა წერილს ხელი მოეწერა 2017 წლის 3 ივნისს, პოლონეთის ქალაქ პრუშკოვში.


Latvia, Daugavpils ლატვია, დაუგავპილსი, თანამშრომლობის შესახებ განზრახვის ოქმი 25/10/2018 წელს რუსთავში გაფორმდა.


 

Sweden, Kiruna შევდეთი, კირუნა

დამეგობრებული ქალაქი.


 

Shaoguan, China შაოგუანი, ჩინეთი

დამეგობრებული ქალაქი