რუსთავში ,,რუსთავქალაქობა” აღინიშნება. ქალაქის ცენტრალურ პარკში „რუსთავქალაქობა 2026“-ის ფარგლებში, სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.
ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად რუსთავქალაქობითვის მოწყობილია სადღესასწაულო და გასართობი სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში „ჩვენი თეატრის” კოსტუმირებული მსვლელობა, საბავშვო სპექტაკლი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ტარდება. 18:00 საათზე დაიწყება ელექტრონული მუსიკის საღამო.
21:00 საათზე, კი რუსთავქალაქობის კულმინაცია ტრადიციულად გალა-კონცერტი იქნება, რომელიც გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრთან გაიმართება.
რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრების წინაშე სიმფონიური ორკესტრი და ბენდი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით წარსდგებიან.
სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „ქართული ხმები’’, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი”, ლიკა ღუღუნიშვილი, გიორგი ბუაჩიძე, ანა შუბლაძე და დიმიტრი ხეთაგუროვი.
რუსთავში, ,,რუსთავქალაქობა” ტრადიციულად, ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება.
