ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულს, რუსთავში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პროგრამები.

შეხვედრაზე ლევან ხარაბაძემ ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მერის მოადგილეები, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

წინა ნინო ლაცაბიძე: ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, როგორც განათლების მიღებაში, ასევე მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა