რუსთავის მერიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ დაიწყებს ფუნქციონირებას.
პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და უფროსკლასელები დაესწრნენ.
„მე-დიატორის“ შექმნის იდეა, რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაიბადა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, ახალგაზრდები იყვნენ აქტიურად ჩართული. სამოქალაქო განათლების კლუბი სახელწოდებით – „მე-დიატორი“ რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში იფუნქციონირებს და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ხელს შეუწყობენ ჩვენს ქალაქში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. რუსთავის მერიის გუნდი და ახალგაზრდობის სამსახური კი რაღა თქმა უნდა, აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კლუბის შექმნამდე, ახალგაზრდები სამაგიდო თამაშ „მე-დიატორში“ ჩაერთნენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების შესწავლას და მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას ისახავს მიზნად. რუსთავის მერიამ აღნიშნული სამაგიდე თამაში, ქალაქის ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა.
