რუსთავის მერიისა და კომპანია ,,ბეკოს” ორგანიზებით, პროფესიულ-დრამატული თეატრის უკან მდებარე სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ცაცხვისა და არყის ხის ნერგები დარგეს, რომლებიც ქალაქს საჩუქრად კომპანია ,,ბეკომ“ გადასცა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ,,ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ, კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მიიღეს.
,,რუსთავისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია ,,ბეკოს“, რომელიც დღეს რუსთავის ეკომეგობარი გახდა. სასიამოვნოა, როდესაც კომპანიები ასე აქტიურად არიან ჩვენი ქალაქის ამ გამოწვევის დაძლევაში ჩართული“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კომპანია ,,ბეკო“ საქართველოში მოღვაწეობის 25 წლისთავს აღნიშნავს და გამწვანების აქცია რუსთავში, სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
,,წელს ,,ბეკო საქართველოს“ 25 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ამასთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის მერიასთან ერთად ეკომეგობრული დღე გვქონდა და სკვერში დავრგეთ ხის ნერგები. მიხარია, რომ ასეთი კარგი დღე გვქონდა. ,,ბეკოს“ სახელით დიდ მადლობას ვუხდი რუსთავის მერს დღევანდელი ღონისძიებისთვის“, – განაცხადა ,,ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა.
,,ბეკოს“ წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული აქცია მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოდ, კომპანია ბევრ ეკომეგობრულ აქტივობას გეგმავს.