რუსთავის მთავარ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი გაიხსნა. საშობაო სოფელში რუსთაველებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და კვების ობიექტებია მოწყობილი. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან პატარებს თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს, იქვე სხვადასხვა გასართობი აქტივობები და საციგურაო მოედანია მოწყობილი.
საშობაო სოფელში, აქტივობები 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. თავისუფლების მოედანზე განთავსებულია 11 კვების ჯიხური და 20 სამრეწველო დახლი. 14 დეკემბრიდან ყოველ საღამოს, 18:00 საათიდან 23:00 საათამდე მოედანზე ჩაირთვება ფონური მუსიკა. სამუშაო დღეებში 18:00-დან 20:00-მდე თოვლის ბაბუა სპეციალურად მოწყობილ სახლში უმასპინძლებს პატარებს, ხოლო შაბათ-კვირას 18:00-დან 21 საათამდე. პატარების საახალწლო განწყობაზე, კი თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, საციგურაო მოედანი, გაიმართება ანიმაციების ჩვენება.
საშობაო სოფელში აქტივობები 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. საახალწლო ილუმინაციებით მოირთო და განათდა რუსთავის ცენტრალური გამზირები, ქუჩები, ცენტრალური პარკი და სკვერები.