ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში შეიკრიბნენ.
მატჩის მსვლელობისას, გათამაშება- ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ გულშემატკივრებს სხვადასხვა საფეხბურთო აქსესუარი გადასცეს.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლაციას, ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,რუსთაველებმა კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ერთმანეთს დიდი ემოცია და სიამაყე. ოქსიგენის სივრცეში შევიკრიბეთ და ერთად ვუგულშემატკივრეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
თავდაუზოგავად იბრძოლეს ჩვენმა სპორტსმენებმა დღევანდელ მატჩზე და ამ ბრძოლის სტიმულს, მათ ქართველი გულშემატკივარი აძლევს’’- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენება რუსთავის მერიის და ოქსიგენ ფესტის ორგანიზებით იმართება.
ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, ფეხბურთის გულშემატკივრებს, 26 ივნისს, საქართველო- პორტუგალიის მატჩის დღესაც უმასპინძლებს.
მადლობა საქართველოს ნაკრების წევრებს თავდადებული და ღირსეული თამაშისთვის!