რუსთავმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ინსპირაციულ ახალგაზრდულ შეკრებას უმასპინძლა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავმა ინსპირაციულ ახალგაზრდულ შეკრებას უმასპინძლა.

შეხვედრა პროფესიული კოლეჯის -,,მოდუსი” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

რუსთაველ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ 200-მდე ახალგაზრდას, ახალგაზრდების დღე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა მიულოცეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების გასაძლიერებლად დაწყებულ ახალ საგრანტო კონკურსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურსზე საპროექტო განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

შეხვედრაზე მოსულ ახალგაზრდებს, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა, საკუთარი წარმატების ისტორიებიც გაუზიარეს.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

წინა რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს