რუსთავსერვის ცენტრი
საქმიანობა და მიზნები:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონების (მიწა, ტყე, სხვა მწვანე საფარი, წყალი და სხვა…) მოვლა–პატრონობის უზრუნველყოფა;
- სამსახურის საკუთრების (ასევე დროებით სარგებლობაში გადაცემული ობიექტების) განვითარების (უკეთ დატვირთვა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა) პერსპექტივების დასახვა, შესაბამისი პროგრამების მომზადება და განხორციელების გზების მოძიება;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სვერების და სხვა საჯარო ადგილების დასუთავება და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნებისმიერი ტრანსპორტირება დი ნივთის, მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენებისა და დაგვა-დასუფთავების შედეგად მოგროვებული მასის, ასევე მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება-გატანა;
- სანიტარული დასუფთავება და უსაფრთხო ეპიდგარემოს უზრუნველყოფა.
- ქალაქის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და დეზინსექცია-დერატიზაციის ორგანიზება;
- ნაგვის ურნების მოვლა-პატრონობა, რესტავრაცია-შეკეთება;
- დასუფთავების მომსახურების სახეობებისა და ნაირსახეობის შემადგენლობის განსაზღვრა და დასუფთავების გეგმის, შესაბამისი ბაზების შემუშავება;
- ქალაქისა და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავების ტერიტორიების განსაზღვრა, მომსახურების განხორციელების რუკების შედგენა, დასუფთავებისათვის აუცილებელი პერსონალითა და ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა;
- გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა–პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;
- გარე-განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა (მორწყვა, გასუფთავება), სკვერებისა და პარკების გასარწყავების მოწყობის უზრუნველყოფა;
- სასათბურე-სანერგე მეურნეობის შექმნა და მოვლა-პატრონობა;
- სანიაღვრე სისტემების მოვლა-პატრონობა;
- ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული დაზიანებული სკამების აღდგენა-შეკეთება;
- ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მონიტორების მოვლა-პატრონობა;
- ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შუა გამყოფი ზოლების, ტროტუარებისა და სკვერების, ასევე შადრევნების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია;
- ქუჩებისა და სავალი ნაწილების დახაზვა;
- შუქნიშნების რეაბილიტაცია და გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის ინფრასტრუქტურის (ბორდიურების, გზის საფარის მცირე მონაკვეთების, დეკორატიული ღობეების, მოაჯირების, სკვერების, მოედნების და სხვა მუნიციპალური საკუთრების) კეთილმოწყობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
- ძეგლების, სკულპტურების, ხელოვნების ნიმუშების და სხვა დიდი ზომის მოწყობილობების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებების გატარება (გადატანა, დასაწყოება, მონტაჟი და სხვა).
- საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების ადგილწარმოშობის ცნობის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.