რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ბაღუასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შიდასაუბნო სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო. „კიდევ ერთი პროექტი გავაცანით მოსახლეობას და […]