რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. კლდიაშვილის სახელობის სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, სადღესასწაულო კონცერტები ჩატარდა. გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
კლდიაშვილის სკვერში მოწყობილი იყო საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს კერამიკის მოხატვა-გაფერადება შეეძლოთ. გაიმართა ანიმაციური გმირების და მოსიარულე დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, პერფორმანსი ჰელიუმის ბუშტებით, მხატვრული ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.
1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში ,,რანინელებისა” და ,,კვარტეტ ოთხის” კონცერტით დასრულდა.