რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

დასკვნითი ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა.

მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის მიღწევები და გამოწვევებიც განიხილა.

ღონისძიებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მარნეულის, დმანისის, თერთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმები ესწრებოდნენ.

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, საქართველო, წელს მეშვიდედ შეუერთდა.

 

 

 

წინა რუსთავში კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება