რუსთავში მესხიშვილის ქუჩის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია  მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12-ს ჩაუტარდება. სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარინა ლიპარტელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ვეფხვაძემ, მე-14 მ/რ-ის N10-ის მოსახლეობას პროექტის დეტალები ადგილზე გააცნეს.

„რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, თბოსაიზოლაციო მასალით სამი შენობა შეიფუთება, აივნებზე დეკორატიული ელემენტები მოეწყობა და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება. შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინერები და N10 კორპუსის  საძირკველს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩაუტარდება“, – განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 146 674  ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

წინა შპს „ქართული ცემენტის” რუსთავის ცემენტის ქარხნის 110/6 კვ სატრანსფორმატორო ქვესადგურის ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ