რუსთავში ნიჩბოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება

რუსთავში, ნიჩბოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება. ტურნირში 2002-დან 2010 წლამდე დაბადებული 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი იღებს მონაწილეობს თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან, დუშეთიდან, ქუთაისიდან, ფოთიდან და ბათუმიდან.

ჩემპიონატის პირველ დღეს, 500-მეტრიან დისტანციაზე გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილმა, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ, რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა, რუსთაველმა ნიჩბოსანმა, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულმა ალექსანდრე წივწივაძემ დააჯილდოეს.

„რუსთავის ცენტრალურ პარკში, ჩვენს უნიკალურ ტბაზე, უკვე მეორე წელია ვმასპინძლობთ საქართველოს ჩემპიონატს ნიჩბოსნობაში. რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ინფრასტრუქტურა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი დონის შეხვედრები, სწორედ ჩვენს ქალაქში გაიმართოს, რაც ძალიან სასიამოვნოა. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და დაინტერესდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

ჩემპიონატი საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში ტბაზე, რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე ტარდება და დღეს დასრულდება.

 

 

წინა რუსთავის სპორტის სასახლე, ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს მასპინძლობს