რუსთავში, ხანძთელის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში, ხანძთელის სახელობის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე, გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.

ეკო აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები, 4 000 ვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო.

ხანძთელის ქუჩის გამწვანებაში, ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

,,ხანძთელის ქუჩაზე, ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად გამწვანების მასშტაბური აქცია ჩავატარეთ. ნერგები, რომელიც დღეს დავრგეთ, ძირითადად, ჩვენი სანერგე მეურნეობიდან არის. რუსთავის სანერგე მეურნეობის განვითარებაზე, ჩვენ დიდ რესურს, სწორედ, იმისთვის ვხარჯავთ, რომ საკუთარი რესურსი ჰქონდეს ქალაქს გასამწვანებლად. ხანძთელის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მისი გამწვანება მოსახლეობის მოთხოვნა იყო, დღეს ეს მოთხოვნა შევასრულეთ. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე გამწვანდეს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მწვანე საფარის გამდიდრება და მოვლა-პატრონობა, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

2022 წლიდან დღემდე, რუსთავში 10 000-ზე მეტი ძირი ახალი ხე-მცენარეა დარგული და ახალი მწვანე სივრცე 348 900 კვ/მ ფართობზეა გაშენებული. აქციის ფარგლებში, კი ხანძთელის ქუჩაზე, რუსთავის მერიის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ფოთლოვანი და წიწვოვანი 6 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარის 200-მდე ახალი ნერგი დაირგო.

 

წინა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა