საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეიძლება გაიარონ შემდეგ პოზიციებზე:
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის სტაჟიორი
საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი
მუნიციპალური ინსპექციის სტაჟიორი
არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი
ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სტაჟიორი