შპს საფეხბურთო კლუბი “რუსთავი”
2015 წელს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობის განსახორციელებლად, მოგების მიღების მიზნით შეიქმნა შპს “რუსთავის რუსთავი”. მისი დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტია. 2017 წლიდან ორგანიზაციის სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა საფეხბურთო კლუბი ,,რუსთავი”.
საფეხბურთო კლუბის მიზანი ქალაქის საფეხბურთო გუნდის შექმნა – განვითარება, ასევე, სპორტის ამ სახეობის აღორძინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- საქართველოს ფეხბურთო ფედერაციის მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებსა და სხვა სახის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება
- საერთაშორისო ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობის მიღება;
- საფეხბურთო გუნდის (კლუბის) ჩამოყალიბება;
- სპორტული და კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება;
- კვალიფიცირებული ფეხბურთელების მომზადება;
- ფეხბურთელების გაერთიანება საკლუბო საწყისებზე, მათი პროფესიული ინტერესების დაცვა, ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღება;
- ფეხბურთის პოპულარიზაცია საფეხბურთო კლუბის წვრთნისა და მომზადების მიზნით;
- მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა
- პროფესიული ფეხბურთელთა გუნდებისათვის ღირსეული ცვლის მომზადება;
- კავშირების დამყარება ქვეყნის და უცხოურ საფეხბურთო კლუბებთან