მუსიკალური დღეები -“ჩაისუნთქე ისტორია”, ჯგუფ REGGAEON-ის, ,,ჩვენებურების“, ,,შერეკილების“, KILEMA MADAGASCAR-ისა და GAGA-FRANI-ის კონცერტით გაიხსნა.
8 ივლისს საფესტივალო სივრცე ნიაზ დიასამიძეს, Micro bax Berika-ს, Guri-ს, de sal-სა და Sumo-ს უმასპინძლებს, 9 ივლისს კი ოქსიგენის სივრცე ძირითადად რუსთაველ შემსრულებლებს დაეთმობათ და მალხაზ ხონელიძე – DESPANI, ,,ზარები“, PAPANUSI, STRANGE BREW, JADMAN, GEOBIT PRODUCTION PROCESS, ,,უსახელოური“ და ზურა ყარალაშვილი, თამადა და MURO მიიღებენ ფესტივალის სტუმრებს.
Oxygen Fest-ი გასული წლის მსგავსად, რუსთავის ცენტრალური პარკში არსებული ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, ქალაქის მერიის ხელშეწყობითა და კერძო ბიზნესის მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალის მუსიკალური დღეების გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
,, ჩვენი ფესტივალი – “ოქსიგენი”, უკვე ტრადიციად იქცა ქალაქში. 7 ივლისს გაიხსნა ძირითადი მუსიკალური დღეები. ჯგუფ “რეგიონს” და ლაშა ნოზაძეს ვულოცავ, 15 წელი შეუსრულდათ და “ოქსიგენზე” მათ გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდით მთელი რუსთავი. საფესტივალო მომდევნო დღეებშიც რუსთაველებს კიდევ ბევრი საინტერესო მუსიკალური ჯგუფები, შემსრულებლები და სასიამოვნო გარემო ელოდებათ ჩვენი პარკის და ისტორიული ციხის ტერიტორიაზე”,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი” 2022 წელს, ქალაქ რუსთავში დაარსდა. მუსიკალურ დღეებთან ერთად, ორგანიზატორებს სხვადასხვა მიმართულებით საფესტივალო დღეების გამრავალფეროვნების სურვილი გაუჩნდათ, ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც ,,ოქსიგენს“ წელს დაემატა – ,,კინო დღეები “ იყო. Oxygen Fest-ი 1-ელ ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის სახელწოდება -OXYGEN-ი და მისი მთავარი სლოგანიც-,,ჩაისუნთქე ისტორია” სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და რუსთავის სიძველის ხაზგასმას და ქალაქისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ისახავს მიზნად.