6-7 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ტარდება.
ღონისძიებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები და ბავშვები სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.