![]()
რუსთავში ყველაზე ქართული დღეები -კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” იწყება
10 ივნისი
21:00 საათი
,,ქართული-2026″-ის გახსნა
რუსთავის ცენტრალური პარკი
,,ქართული-2026″ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება.
ფესტივალი, რუსთავის პარკის საფესტივალო სივრცეში, რუსთავის ტაძრების მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული ქართული საგალობლებით გაიხსნება.
სპეციალურად, ,,ქართულისთვის” შექმნილი პერფორმანსით, სცენაზე წარდგებიან ანსამბლები: ,,თუთარჩელა” , ,,მე რუსთველი”, ,,შავნაბადა” და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯავარი”.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას, კახაბერის და ხანუმების შოუ-პროგრამა დაასრულებს.
