რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის გეგმების პრეზენტაცია და რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გააცნო. ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, ნინო ლაცაბიძემ, რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერშიც წარუდგინა რუსთაველებს. „შევხვდით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, დეტალურად გავიარეთ ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მერიის […]