სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. №48-ში შპს „პოლივიმის“ პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პოლივიმი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №48; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ […]

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რუსთავში თანამედროვე ტიპის მედიათეკა შენდება

რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ფარგლებში, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრის – მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე ტიპის მედიათეკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, რუსთაველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება კომფორტულ გარემოში ექნებათ. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ძველი ბიბლიოთეკები, სადაც სერვისის ფორმა, თუ შენობების ინტერიერი, თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს, ახალგაზრდების დასაინტერესებლად ფორმის შეცვლას და სერვისის გამრავალფეროვნებას საჭიროებს. […]