დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელის, თამარ მეფის, ჟიული შარტავას და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 თებერვლის 22:00 სთ-დან 6 მარტის 08:00 სთ-მდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება: ჟიული შარტავას სახელობის მოედნიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლომოურის ქუჩის მიმართულებით მხოლოდ სუპერმარკეტ ,,კარფურის’’ მომხმარებლებისთვის) ლომოურის ქუჩიდან […]

რუსთავის მერია ქალაქის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სერვისის რეფორმას აგრძელებს

მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის რეფორმას, რუსთავის მერია მეორე წელია, რაც ახორციელებს. 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანები და სპეცტექნიკა შეიძინა. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ქალაქის ნაწილის დასუფთავების სერვისს რუსთავის მერია აუთსორსინგის გზით იღებდა, 2022 წლიდან, ქალაქის დასუფთავებას მთლიანად რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვისცენტრი“ უზრუნველყოფს. ქალაქის ქუჩებს, […]