რუსთავში, ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობისა და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოები, ამჟამად ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარეობს. 1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი და ფანჩატურები კეთდება. ახალი რეკრეაცია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკვერის მოწყობის სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” […]