რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის- ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რუსთავის მერიამ და შვედეთის განვითარების სააგენტომ, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და […]