რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ქალ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

მიმდინარე წლის 31 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ქალ მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და რუსთავის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება. 

რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა

პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამოს“  ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართა. პარკის ტერიტრიაზე მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო, გაიმართა ადგილობრვი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საღამო კი  ქართველი შემსრულებლების  კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ‘ქართული ოცნების” წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების […]

29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამო“ გაიმართება

19:00 – 20:00 ღონისძიების დაწყება – ფონური მუსიკა 19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 19:00 – 20:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი. 19:00 – 21:30 საბავშვო აქტივობები: სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი, ბამბის ნაყინი და პოპკორნის კუთხე. 20:00 – 21:30 საკონცერტო პროგრამა: ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, […]

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვაკანტურ პოზიციაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელეთა (ჰორიზონტალური) გადაყვანის შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ ვაკანტურ პოზიციაზე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი     (1 ვაკანსია); იწყება განცხადებების მიღება, აღნიშნულ თანამდებობების დაკავების (ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი მოხელეების გამოსავლენად. განაცხადის წარსადგენად განსაზღვრულია 2 სამუშაო დღის ვადა.  გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ  მოხელეებთან […]

რუსთავში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

  რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა. მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რჩეულიშვილის ქუჩაზე გაშენებული ახალი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად გახსნა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში, ანიმატორების შოუ, ჯგუფ ,,არტ ლაიფის” და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა. ,,რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი, მწვანე რეკრეაციული სივრცე […]

რუსთავის მერი გლობალური მერების შეთანხმების მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

კლიმატის ცვლილების საბჭოს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გლობალური მერების შეთანხმების მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს.გლობალური მერების შეთანხმების მმართველ საბჭოს ორი თანათავმჯდომარე ჰყავს – ევროკომისიის მწვანე გარიგების ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი. შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაც მოეწყო. ანგარიში რუსთავის მერმა […]

21 ივლისს, 20:00 საათზე, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალ სკვერში, სტუდია ,,ART LIFE-ის კონცერტი გაიმართება

მიმდინარე წლის 21 ივლისს, 20:00 საათზე, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალ სკვერში, სტუდია ,,ART LIFE-ის სოლო კონცერტი გაიმართება. მის: რჩეულიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორია.

რუსთავის მერმა ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. რუსთავის მერმა შეხვედრის მონაწილეებს, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კახა გურული და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია N1 […]