,,რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს“, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსთავის მერის თქმით, საკრებულო ამჯერად, ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც ქალაქს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს. ,,რუსთავის საკრებულოში, […]
დანართი 1 დანართი 2 დანართი 3 დანართი 4
რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე დაიწყო. მონიტორინგის მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მენეჯმენტთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და მოადგილესთან ერთად, რეაბილტაციის პროცესს, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე, ამავე ქუჩის რეაბილიტაციის ახალი პროექტიც დააანონსა. პროექტი, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ […]
რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელი, ახლადრეაბილიტირებული გზა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,რუსთავში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლებანიძის ქუჩაზე, სადაც ახალი გზა მოეწყო. ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, ისე შიდასაუბნო სივრცეების საგზაო […]
რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის- ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რუსთავის მერიამ და შვედეთის განვითარების სააგენტომ, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და […]