რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი, ხმაურიანი განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, სხდომაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ქალაქის მერმა პარტია ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. სხდომა 5 საათს გაგრძელდა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუროს სხდომაზე […]
რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების, ასევე მათი დამაკავშირებელი მოედნის სრული განახლების ფარგლებში, დღეისთვის ასფალტის ბოლო ფენის დაგება დასრულდა და საავტომობილო გზის დახაზვა მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი […]