ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე რუსთავში საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. ღონისძიება, რუსთავის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ოჯახთან ერთად, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია, “ქართული ოცნების” წევრებმა, ჩოხოსნებმა, სასულიერო პირებმა, რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლმა, მგალობლებმა, სხვადასხვა პროფესიის […]