ნინო ლაცაბიძე – რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებულნი და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან

რუსთავის მერიის პროექტ ,,ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო აქციის ფარგლებში, ,,ახალ სიმწვანეში“ ჩართულმა რუსთაველმა ახალგაზრდებმა, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დარგეს. ,,თითოეულმა რუსთაველმა კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქის გამწვანებაში, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. სწორედ ამ […]