რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია – საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღნიშნულ ქუჩაზე დღემდე არ არსებობდა. ხანძთელის ქუჩაზე პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, […]