რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტების მონიტორინგის მიზნით, მორიგი შეხვედრა გამართა. რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა GWP-ის წარმომადგენლებისგან 2024 წლის 6 თვეში, რუსთავში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, GWP-ის […]