ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში შეიკრიბნენ. მატჩის მსვლელობისას, გათამაშება- ვიქტორინაც მოეწყო და გამარჯვებულ გულშემატკივრებს სხვადასხვა საფეხბურთო აქსესუარი გადასცეს. საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლაციას, ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,რუსთაველებმა კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ერთმანეთს დიდი ემოცია და სიამაყე. […]