საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და აღნიშნული თანხით, რუსთავის მერია 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტენდერს დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, დამატებით 70 ახალი ავტობუსის შეძენით, რუსთაველების ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება. ტენდერის დასრულების შემდეგ, შემოდგომიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, […]