სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში საბურავების აღდგენის (გადაკვრა) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენის აღდგენა და განთავსება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,თეგეტა ენერჯი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №24
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2026 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი №20)
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (დავით აღმაშენებლის გამზ. N154, 0112, თბილისი; ელფოსტა:info.suda@gov.ge)
2026 წლის 20 აგვისტოს საქმიანობის განმახორციელებელმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება.
აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/922715ee-ce0b-4e40-9337-e7dbcb85c6b0.