რუსთავის მერიის ხელშეწყობით, საფეხბურთო კლუბ რუსთავის ახალგაზრდული გუნდი, შემოდგომაზე, ესპანეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის’’ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, პატარა ფეხბურთელებს და მათ მშობლებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” ახალგაზრდული გუნდი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, შემოდგომაზე, ესპანეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირი, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის ქალაქ […]