რუსთავში, აფხაზეთის ახალ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, 40 ძირი არყის ხე დაირგო. გამწვანების აქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ახალგაზრდებთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ,,რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ […]
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” ტექნოპარკი განაახლა. ახალი ტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მე-7 მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. ,,გვქონდა პრეზენტაცია […]
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ვივაცემენტის“ მიერ ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ვივაცემენტი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: […]
რუსთავში, ძველი ქალაქის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური იერსახის, 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობის მშენებლობა, უკვე დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები ტარდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ადგილზე გაეცნენ. […]
რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება, მოეწყო ახალი ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სარწყავი სისტემა. ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გაეცნო. ,,ტაშკენტის […]
საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა. რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების პრეზენტაცია, რუსთაველებს […]
„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – სწორედ ამ სლოგანით და ქალაქის ახალი ლოგოტიპით შეხვდნენ წლევანდელ „რუსთავქალაქობას” რუსთავში. ქალაქის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, იპოდრომზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან კოსტავას გამზირზე გაიმართა. „რუსთავქალაქობას“ ვულოცავ ჩვენს ქალაქს. მინდა, ვისურვო ჩვენი ოჯახის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა, მშვიდობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში, ასევე ძალიან დიდი მოტივაცია, […]
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ წარდგენილია ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, […]
რუსთავში, ქალაქის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. წელს, ,,რუსთავქალაქობა”-2024 განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით- ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით” ხვდება. სწორედ, ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსიც, სადაც არაერთი სიურპრიზი ელოდებათ რუსთაველებს. სახალხო დღესასწაული სამ სვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. რუსთავის ცენტრალურ პარკში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვთა […]
რუსთავის მერია, რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, მაღალი ხარისხის ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს. რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულებას, ხელი ახალ სპორტის სასახლეში მოეწერა. რუსთავის მერიის სპორტის სამსახურს, შპს ,,გაფა ბიზნესი“ იტალიური ბრენდის – ,,მაკრონის“ 450 წყვილი სპორტული სამოსით მოამარაგებს, რომელზეც მერიის ბრენდინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რუსთავის ახალი ლოგოტიპი იქნება დატანილი. ,,რუსთავის მერიის გუნდის […]