საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024- 2030 წლების სტრატეგიასა და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ

2024 წლის 26 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სგშ-ის პროცედურის გავლის მიზნით წარდგენილია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024- 2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ განცხადება. სგშ-ის სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. […]

ნინო ლაცაბიძე-ქალაქის განვითარებისთვის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით, პროექტები სწორედ ამ პრინციპით  გვაქვს გადანაწილებული

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14 მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ჩართულობით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, რუსთავში კიდევ […]