ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება. ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმზე შეკრებილებს სიტყვით მაღალი რანგის […]
რუსთავის მერია, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მასშტაბური პროექტის მონიტორინგს აგრძელებს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ,,ჯივიპიმ” რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი პროექტი – გაგარინის და მშვიდობის ქუჩების მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. „დღეს დილიდან, წყალმომარაგების კომპანია, გაგარინის ქუჩაზე განახლებული ქსელის დაერთებით სამუშაოებს ატარებს. პროექტის ამ მონაკვეთზე, 2 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელი განახლდა, დამონტაჟდა 16 ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 13 საკვანძო […]